რუსეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრის, მიხაილ კასიანოვის თქმით, პუტინს სურს, რომ დასავლეთი მას პატივს სცემდეს იმის გამო, რომ რუსეთის სათავეშია ბირთვული იარაღით – ამის შესახებ მან რადიო მაესტროსთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ადამიანები რაღაც ლოგიკას ეძებენ, ლოგიკა კი აქ უფრო მარტივია, არანაირი იმპერია აქ არ არის.
„პუტინს სურს, რომ დასავლეთი მას პატივს სცემდეს იმის გამო, რომ რუსეთის სათავეშია ბირთვული იარაღით, ის რომ უბრალოდ არსებობს. ის რომ ადამიანი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მავნებლურ პოლიტიკას ახორციელებდეს,ამ ყველაფერზე კი დასავლეთი რატომღაც პატივისცემას არ ავლენს. საქართველო - რა თქმა უნდა, იყო მომენტი როდესაც პუტინმა გადაწყვიტა დასავლეთის რეაქციის დატესტვა. მან გამოიცნო, მაშინ დასავლეთი არ იყო მზად საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის. დამოუკიდებლობა, კი - თქვენ თავად დაიცავით, მაგრამ ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია. შესაბამისად, მე ვამბობ, რომ საქართველოდან დაიწყო დატესტვა, პირველი ასეთი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ სხვა მიმართულებით, სხვა ნაბიჯებიც გადაიდგა.“ – განაცხადა კასიანოვმა.
რუსეთის ყოფილი პრემიერი, მიიჩნევს, რომ თუ უკრაინაში პუტინს არ გააჩერებენ, შემდეგი იქნებიან ბალტიის ქვეყნები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნატოს წევრები არიან.
„ეს 2014-2015 წელსაც იყო გასაგები, შემდეგი იქნებიან ბალტიის ქვეყნები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნატოს წევრები არიან. პუტინი დატესტავს, ნატო აამოქმედებს თუ არა მეხუთე პუნქტს, რომელიც წევრი ქვეყნის დაცვას გულისხმობს, აქედან გამომდინარე, უკრაინაში ახლა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ყველა ევროპული ქვეყნის დაცვა მიმდინარეობს. ნატოს ქვეყნების და ევროპული თავისუფლების დაცვა, საჭიროა აგრესორის შეჩერება, სხვა შემთხვევაში მისი მადა სულ უფრო გაფართოვდება. აქ შეიძლება იმპერიაზე საუბარი შესაბამისობაში მოდიოდეს, მაგრამ პუტინი აკეთებს იმას, რისი კეთების საშუალებასაც აძლევს დასავლეთი. პუტინმა გააკეთა განცხადება, რომ რუსეთი გაატარებს პეტრე პირველის პოლიტიკას, რაც სწორედ რომ ბალტიის ქვეყნების შემოერთებას გულისხმობს. მან შვედებთან რამდენიმე საუკუნის წინ ბრძოლა გაიხსენა, ის ყოველ ჯერზე არგუმენტებს ცვლის. მაგრამ, ცხოვრებაში ის აკეთებს იმას, რისი კეთების საშუალებასაც თავად დასავლეთი აძლევს.“ – განაცხადა რუსმა პოლიტიკოსმა.
ინტერვიუს სრულად ნახვა შესაძლებელია აქ.