პოლონეთი გეგმავს, უკრაინაში ნატო-ს სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხი დააყენოს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ინიციატივასთან დაკავშირებით პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა ნატო-ს საგანგებო სამიტზე ისაუბრებს, რომელიც დღეს ბრიუსელში გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციით, სამშვიდობო მისიაში მონაწილეობაზე მზაობა უკვე გამოთქვა დანიამ.
გამოცემის ცნობით, ასეთი მისიის მზადყოფნაში მოყვანას შესაძლოა, რამდენიმე კვირა ან თვეც დასჭირდეს.