სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინელმა სამხედროებმა 1 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ საღამოს ვიდეომიმართვაში გააკეთა.
„თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში, რომელიც ამ დრომდე გრძელდება, ჩვენმა გმირებმა გაათავისუფლეს ათობით დასახლებული პუნქტი. დღეს ეს მოძრაობა გაგრძელდა, გვაქვს ახალი შედეგები. პირველი სექტემბრიდან დღემდე უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს ჩვენი ტერიტორიის ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი. მადლობა ყველას, ვინც ეს უზრუნველყო. მადლობა არმიას, მზვერავებსა და სპეცსამსახურებს ყველა უკრაინული დროშისთვის, რომელიც ამ დღეებში აღიმართა“, – განაცხადა ზელენსკიმ.