ისრაელის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ომის კაბინეტმა ირანის წინააღმდეგ „მკაფიო და ძლიერი“ პასუხის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც გამოცემა The Times of Israel-ი „ჩენელ 12“-ზე დაყრდნობით წერს, პასუხი გამიზნული იქნება შეტყობინების გასაგზავნად, რომ ისრაელი არ დაუშვებს მის წინააღმდეგ ამ მასშტაბის შეტევის რეაქციის გარეშე დატოვებას.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, პასუხი ასევე გამიზნული იქნება იმის გასაგებად, რომ ისრაელი არ მისცემს უფლებას ირანელებს, „დაადგინონ ის გათანაბრება“, რომლის მტკიცებასაც ბოლო დღეებში ცდილობდნენ.
„როგორც ჩანს, ეს არის მინიშნება ირანის გაფრთხილებაზე, რომ ისრაელის მომავალი დარტყმები ირანის ტერიტორიაზე, მათ შორის, მის საერთაშორისო დიპლომატიურ შენობებზე, ამიერიდან კვლავ გამოიწვევს ირანის საპასუხო დარტყმებს ისრაელზე“, – წერს ისრაელის მედია.
მათივე ცნობით, ქვეყნის მთავრობის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ისრაელს არ სურს, მისმა პასუხმა გამოიწვიოს რეგიონული ომი ან დაშალოს კოალიცია, რომელიც დაეხმარა მას ირანის თავდასხმისგან დაცვაში. ასევე ნათქვამია, რომ ისრაელი აპირებს თავისი ქმედებების კოორდინაციას შეერთებულ შტატებთან.
ომის კაბინეტის სხდომა 16 აპრილს იგეგმება.