ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინაში 210 000 შენობა დაანგრია ან დააზიანა, – ამის შესახებ აღნიშნულია „ნიუ იორკ თაიმსის“ სტატიაში, რომელიც თანამგზავრებიდან გადაღებულ მასალებს ეყრდნობა.
ამერიკული გამოცემის თანახმად, დანგრეული და დაზიანებული შენობების თითქმის ნახევარი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებშია.
გარდა ამისა, ანალიზი აჩვენებს, რომ 900-ზე მეტი სკოლა, საავადმყოფო, ეკლესია და სხვა დაწესებულება დაზიანდა ან განადგურდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უნდა იყოს დაცული ჟენევის კონვენციით.