გერმანიაში უკრაინის ელჩმა, ანდრეი მელნიკმა განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი „გაბრაზებული ძეხვივით“ იქცევა, როდესაც უკრაინაში ჩასვლაზე უარს ამბობს.
როგორც პრესა აღნიშნავს, გერმანული გამონათქვამი – beleidigte Leberwurst, უსაფუძვლოდ განაწყენებულად თავის წარმოჩენას გულისხმობს.
„გაბრაზებულ ძეხვად“ პოზირება არც ისე სახელმწიფოებრივად ჟღერს. ეს არის ყველაზე სასტიკი გამანადგურებელი ომი უკრაინაში ნაცისტების შემოჭრის შემდეგ, ეს არ არის საბავშვო ბაღი“, – თქვა უკრაინელმა დიპლომატმა.
ოლაფ შოლცმა მანამდე აღიარა, რომ არ სურდა კიევში წასვლა, ვიდრე იქ პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი არ ჩავა.
გერმანული გამოცემა bild წერს, რომ გერმანელი პოლიტიკოსები საჭიროდ მიიჩნევენ აღნიშნული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ფედერალურმა მთავრობამ დაუყოვნებლივ გამოიძახოს ელჩი მელნიკი და მოსთხოვოს ბოდიშის მოხდა, ვინაიდან პრეზიდენტი შტაინმაირი მზად იყო უკრაინაში ჩასასვლელად რაზეც უკრაინის პრეზიდენტმა უარი განაცხადა, ახლა კი აღნიშნული საყვედური კანცლერის მისამართით მიუღებელია იმის გამო, რომ ის არ ჩავიდა უკრაინაში.
ცნობისთვის, აპრილის შუა რიცხვებში შტაინმაიერის ვიზიტი უკრაინაში ჩაიშალა, რადგან უკრაინულმა მხარემ უარი თქვა მის მიღებაზე რუსეთთან მრავალწლიანი მჭიდრო ურთიერთობის გამო.