კუნძულ ზმეინზე, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო იერიში მიიტანეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, განხორციელდა "მიზნობრივი იერიშები". მათივე ცნობით, სამხედრო ოპერაცია ამჟამადაც მიმდინარეობს და დასრულებამდე დამატებითი ინფორმაციას ვერ გაასაჯაროებენ.
ცნობისთვის, ზმეინის კუნძული იყო რუსეთის ერთ-ერთი პირველი სამიზნე, მას შემდეგ რაც უკრაინაში შეიჭრა.