უკრაინაში რუსეთის აგრესიას კიდევ ერთი ქართველი სამხედრო ემსხვერპლა. ბახვა ჩიქობავა ოკუპანტებმა მარიუპოლის დაცვისას მოკლეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი რუსეთის შეიარაღებული ძალების საარტილერიო თავდასხმისას დაიღუპა.
საქართველოს ყველა ომის მონაწილე და ქვეყნის შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ბოლო წლების განმავლობაში უკრაინულ აზოვის ბატალიონში ირიცხებოდა.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, გუშინ უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი გია ბერიაშვილი და დავით რატიანი დაიღუპნენ. შეტაკება კიევის მახლობლად, ქალაქ ირპენთან მიმდინარეობდა. მას შემდეგ, რაც რუსმა ქვეითებმა დაცვის ხაზის გარღვევა ვერ შეძლეს, საოკუპაციო არმიამ მასირებული დაბომბვა დაიწყო. სამი ქართველი და ერთი ფრანგი მოხალისე სწორედ ამ დაბომბვაში მოყვნენ. ერთი ქართველი და ფრანგი მებრძოლი დაჭრილები არიან.
წყარო: მთავარი არხი