"ოკუპანტებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მათ საზღვრამდე მივიყვანთ... თუ უნდათ გადარჩენა, დროა, რუსი სამხედროები გაიქცნენ" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საღამოს ვიდეომიმართვაში საუბრობს.
ვინმეს უნდა იცოდეს, რა არის ჩვენი გეგმები? თქვენ ვერ გაიგებთ კონკრეტულ ინფორმაციას არცერთი ჭეშმარიტად პასუხისმგებელი ადამიანისგან. იმიტომ რომ ეს ომია. და ასეა ომში. მაგრამ ოკუპანტებმა უნდა იცოდნენ: ჩვენ მათ საზღვრამდე მივიყვანთ. ჩვენს საზღვრამდე, რომლის ხაზიც არ შეცვლილა. ოკუპანტებმა ეს კარგად იციან.
თუ მათ უნდათ გადარჩენა, დროა რუსი სამხედროები გაიქცნენ. თუ რუსეთში, საკუთარ სახლებში დაბრუნების ეშინიათ, დაე, ჩაბარდნენ და გარანტიას ვაძლევთ, დავიცავთ ჟენევის კონვენციის ყველა ნორმას. თუ არ მომისმენენ, საქმე ექნებათ ჩვენს დამცველებთან, რომლებიც არ გაჩერდებიან, სანამ არ გაათავისუფლებენ ყველაფერს, რაც უკრაინას ეკუთვნის" - ამბობს ზელენსკი.