რუსმა ოკუპანტებმა დნეპრში ნავთობაზა დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დნეპროპეტროვსკის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, "ნავთობის საცავში, საწვავით სავსე ავზს ორი რაკეტა მოხვდა. ობიექტი განადგურებულია. რაკეტის ნამსხვრევებმა კიდევ ორი საწვავის მანქანა დააზიანა. არავინ გარდაცვლილა და დაშავებულა".
ამასთან, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში გაზსდენი დაბომბეს. რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ხარკოვის ოლქში რუსული ბომბდამშენი გაანადგურა.