ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ მარჩენკოს განცხადებით, ოდესის ოლქის ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტზე ავიაციისა და ხომალდების მხრიდან სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თავად ავრცელებს.
ოლქის გუბერნატორის თქმით, დღეს ადგილობრივი დროით 14:00 საათზე თავდასხვა განხორციელდა სხვა დასახლებაზეც. დაჭრილია ორი ადამიანი.
"მტერმა ასევე გახსნა ცეცხლი საზღვაო არტილერიიდან სხვა დასახლებაზე, 90-მდე ჭურვი გამოიყენეს," - აცხადებს მაქსიმ მარჩენკო.