უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთმა ომში ჩართული ნაწილების 40%-მდე დაკარგა.ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვითარება კვლავ უმძიმესია მარიუპოლში და რუსული ძალები ქალაქის ბლოკირებას ცდილობენ.
„მტერს აქვს მნიშვნელოვანი დანაკარგები და იძულებული გახდა რეზერვები შემოეყვანა 810-ე ცალკეული საზღვაო ქვეითთა ბრიგადიდან.
2022 წლის 15 მარტის მდგომარეობით, მტერმა დაკარგა (სრულად განადგურდა ან საბრძოლო უნარი დაკარგა) უკრაინის ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებულ "ოპერაციაში" მონაწილე ნაწილების 40%-მდე", - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბში.