უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპს ფრანცისკეს ესაუბრა.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა რომის პაპთან საუბრისას აღნიშნა, მსოფლიოს სულიერი ლიდერები უნდა ავრცელებდნენ სიმართლეს რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი საშინელების შესახებ.
კათოლიკური ეკლესიის ლიდერთან საუბრის დეტალებს ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.
ზელენსკის განცხადებით, ის პონტიფიკოსს იმ აგრესიაზე ესაუბრა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ ჩადის და ასევე აცნობა კრემლის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ.
„ჩვენ მადლობას ვუხდით რომის პაპს უკრაინისთვის ლოცვისთვის. ჩვენს ხალხს სჭირდება მხარდაჭერა მსოფლიო სასულიერო ლიდერებისგან, რომლებიც უნდა ავრცელებდნენ სიმართლეს ის საშინელებაზე, რასაც აგრესორი უკრაინაში ჩადის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.