jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

მომდევნო ხუთი-ათი წლის განმავლობაში ყირიმი წყლის გარეშე იქნება, ვიდრე კაშხალი არ აღდგება, – ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დნეპრის მარცხენა ნაპირი წყლით იფარება და ევაკუაციის გზებიც ჩაკეტილია. ამჟამად ქალაქ ალიოშკი იტბორება. ასევე, ნაწილობრივ დატბორილია ათამდე დასახლება.

ხერსონის რეგიონის ქალაქი გოლაია პრისტანი თითქმის სრულად დაიფარა წყლით. ქალაქში წყლის სიმაღლემ სახლის სახურავებამდე მიაღწია.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხერსონის ოლქში მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე რუსებმა სამხედრო დანაყოფები 5-15 კმ-ით უკან დაიხიეს.

645