მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის დღეს იგეგმება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.
"ძალიან რთული მოლაპარაკებების პროცესია. არსებობს ფუნდამენტური წინააღმდეგობები, მაგრამ კომპრომისისთვის ადგილი არის. შესვენების დროს მუშაობა ქვეჯგუფებში გაგრძელდება" - წერს მიხაილ პოდოლიაკი.