უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მოლაპარაკებებს აწარმოებენ თურქეთთან და გაეროსთან, რათა პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის გარანტიები უზრუნველყოს.
"ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს თურქეთთან და გაეროსთან (და) ჩვენს წარმომადგენლებთან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მარცვლეულის უსაფრთხოებაზე, რომელიც ტოვებს ჩვენს პორტებს", - განაცხადა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ვინმემ გარანტია გაუწიოს გემების უსაფრთხოებას, რომლებიც უკრაინაში საკვები პროდუქტების დასატვირთად ჩავლენ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა პირდაპირ მუშაობს გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან ამ საკითხზე და რომ ორგანიზაცია "წამყვან როლს თამაშობს".