მარიუპოლში, "აზოვსტალის" ქარხანაზე, სადაც ასობით მოქალაქე აფარებს თავს, ოკუპანტებმა შტურმი დაიწყეს, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მარიუპოლში დილიდან დაწყებულ ქაოტური შეტევის შესახებ ადასტურებს ქალაქის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშენკოც.
"დილიდან, ოკუპანტები არა მარტო "აზოვსტალის" მიმართულებით ახორციელებენ იერიშებს, არამედ არტილერიითა და ტანკებით აგრძელებენ ქაოტურ შეტევებს მარიუპოლის მარცხენა სანაპიროს რაიონის საცხოვრებელ სექტორზეც," - განაცხადა პეტრო ანდრიუშენკომ.
შეგახსენებთ, რომ 36-ე ბრიგადის მეთაურმა სერგეი ვოლინა გუშინ მსოფლიოს მიმართა და მარიუპოლის გადაუდებელი დახმარებისკენ მოუწოდა:
"ჩვენ ვთხოვთ მსოფლიოს დაჭრილების, ბავშვების, ქალების და გარდაცვლილების ცხედრების ევაკუაციაში დახმარებას.
მოვუწოდებთ მსოფლიო პოლიტიკოსებს, საზოგადო და რელიგიურ მოღვაწეებს, არ იყვნენ გულგრილები მარიუპოლის ბლოკადაში მოყოლილი ადამიანების მიმართ, მათი ნების საწინააღმდეგოდ." – განაცხადა ბრიგადის მეთაურმა.