მარიუპოლის თავდაცვა გრძელდება - "აზოვის" პოლკი საკუთარ ტელეგრამარხზე ავრცელებს ვიდეოს და აცხადებს, რომ რომ მოწინააღმდეგის სიძლიერის მიუხედავად, კონტრშეტევაზე გადავიდნენ.
„მარიუპოლის დაცვა გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ მტერს გაცილებით მეტი ძალა ჰყავს. ლეგიონი „აზოვის“ მებრძოლები ახორციელებენ კონტრშეტევას“, – ნათქვამია „ტვიტერის“ შეტყობინებაშიც.
უკრაინაში სარაკეტო თავდასხმები მთელი დღის განმავლობაში გრძელდება. მარიუპოლის პარალელურად, ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია ქალაქი კრემენნაია, ლუჰანსკის ოლქი. რუსული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ქალაქში დღეს შევიდნენ და ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, რომ მათ უკვე შეძლეს ქალაქზე კონტროლის დამყარება. ამ დროისთვის მოსახლეობის ევაკუაცია ვერ ხერხდება.