ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თქმით, ლუგანსკის ოლქში 11 დასახლება დეოკუპირებულია.
მისივე ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ლუგანსკის ოლქში წინსვლა აქვთ, თუმცა ეს ისე სწრაფად ვერ ხერხდება, როგორც უკრაინის სხვა რეგიონებში.
"ლუგანსკის ოლქში 11 დასახლება დეოკუპირებულია. შეიარაღებული ძალების წინსვლა არის, თუმცა არა ისეთი, როგორც სხვა რეგიონებში. ფრონტის ხაზის ირგვლივ სოფლები უკაცრიელდება, ოკუპანტები მოსახლეობას სახლებიდან აძევებენ. დიდი ოკუპირებული ქალაქები, როგორიცაა სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, რუბიჟნე, კრიზისულ მდგომარეობაშია. ოკუპანტები იმუქრებიან ამ ქალაქების დანაღმვით“, - წერს გაიდაი
გარდა ამისა გაიდაი წერს, რომ ქალაქებში საომარი მოქმედებების ხმები ისმის, რაც იმას მიუთითებს, რომ შეიარაღებული ძალები დასახლებულ პუნქტებთან ახლოს არიან.