ლეგენდა „დიად სახელმწიფო რუსეთზე“ უნდა დავივიწყოთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი ისეთი ძლევამოსილიც არ არის, როგორც მასზე უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში წითელი ფერის წიგნებში წერდნენ.
"როდესაც ეს სახელმწიფო ძლევამოსილი იყო, საბჭოთა კავშირის ფარგლებში იყვნენ ისეთი ქვეყნები, როგორებიც უკრაინა, ყაზახეთი, ბელარუსი და ბალტიის ქვეყნებია. ამიტომ ეს ლეგენდა „დიად სახელმწიფოზე“ უნდა დავივიწყოთ. ჩვენ ბრძოლის ველზე ამას ვაჩვენებთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სურს ყველა თავისი ტერიტორიის დაბრუნება.