დასავლეთმა აიღო კურსი მართლმადიდებლობის განადგურებისა და ყველაფრის მოსპობისკენ, რაც დაკავშირებულია რუსეთთან და სლავებთან, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ჩვენ უნდა დავიცვათ ქრისტიანთა და მართლმადიდებელთა უფლებები ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით. განსაკუთრებით მოვიხსენიებ მართლმადიდებლობას, რადგან ბოლო წლებში ისევ ამერიკელების ინიციატივით, რომლებიც აქტიურად მანიპულირებენ კონსტანტინოპოლის პატრიარქზე, ჩვენდა სამწუხაროდ, აღებულ იქნა მართლმადიდებლობის განადგურების კურსი. თქვენ იცით, რა დივერსიული მოქმედებები განხორციელდა უკრაინაში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ. იქ შეიქმნა კვაზი სტრუქტურა სახელწოდებით უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია. თქვენ იცით, როგორ ცდილობენ გაანადგურონ სირიის მართლმადიდებლური ეკლესია, იგივე ეხება სერბეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას. ეს არის შეგნებული ხაზი, რომელიც ჯდება დასავლეთის ამჟამინდელ კურსში, ძირს უთხრის ყველაფერს, რაც დაკავშირებულია რუსეთთან, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სლავებთან, მართლმადიდებლობასთან“, – განაცხადა ლავროვმა.