უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა "ფორმულასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ "ეს გაურკვეველი, არამკაფიო პოზიცია საქართველოს ხელისუფლებისა უპირობოდ იწვევს ეჭვს" .
მან ისაუბრა იმაზეც, რომ რამდენიმე დეპუტატმა მიმართა პრეზიდენტ ზელენსკის, საქართველოს პარლამენტისთვის მიემართა და სიტყვით გამოსულიყო. მისი თქმით, ზელენკი დათანხმდებოდა და დიდი პატივისცემით განიხილავდა ამ ინიციატივას, მაგრამ საქართველოს პარლამენტის ზოგიერთმა დეპუტატმა ამ მოსაზრებას მხარი არ დაუჭირა.
"მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს ხალხს შორის ურთიერთობებში არაფერი შეცვლილა, მაგრამ ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია, მე ვფიქრობ, რომ არ შეესაბამება იმას, რასაც გრძნობენ უბრალო ქართველები. მე მუდმივად ვესაუბრები ჩემს ქართველ მეგობრებს, მე ვიცი, როგორ უჭერენ მხარს [უკრაინას] მე ვიცი, რამდენი ქართველი იღებს მონაწილეობას, უშუალოდ იცავს უკრაინას.
არიან გმირები, რომლებიც, სამწუხაროდ, დაიღუპნენ, ნათელი ხსოვნა იყოს მათი. რა თქმა უნდა, ისინი აქ იცავდნენ არა მხოლოდ უკრაინას, ისინი აქ იცავდნენ საქართველოს. მე მყავს აქ პირადად მეგობრები, რომელთა ქართველი შვილები, ქართველები დღეს წინა ხაზზე დგანან. ისინი დღეს ჩემს ქვეყანას იცავენ, ამასთან, ისინი არიან ქართველები. ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს გაურკვეველი, არამკაფიო პოზიცია უპირობოდ იწვევს ეჭვს". - ამბობს ანდრეი ერმაკი.
წყარო:ტელეკომპანია "ფორმულა"