წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის უკრაინის ოფისის დირექტორი პასკალ ჰუნდტის განცხადებით, მათი გუნდი მარიუპოლამდე 5 დღის განმავლობაში ცდილობდა მიღწევას, თუმცა ქალაქამდე ვერ მიაღწიეს და ბერდიანსკში დაბრუნდნენ.
"ჩვენი გუნდი ხუთი დღის განმავლობაში ცდილობდა მარიუპოლამდე მიღწევას უსაფრთხოების უკიდურესად რთულ პირობებში. გვიწევდა საგუშაგოების გავლა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ ქალაქში და მის ირგვლივ შექმნილი უსაფრთხოების პირობების გამო. ამიტომ დავბრუნდით ბერდიანსკში და გზადაგზა დავიწყეთ მარიუპოლიდან გამოსული ხალხის აყვანა. თან გვყავდა ავტობუსები, მანქანები. სამოქალაქო მანქანებიც შეუერთდნენ კოლონას, ვფიქრობ წითელი ჯვარი რომ დაინახეს ამის გამო. ჩვენ ვმუშაობთ ცეცხლის შეწყვეტაზე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ამ ხალხს მიეცეს ჯოჯოხეთიდან გამოსვლის საშუალება, რადგან იქ მართლაც აპოკალიფსური სიტუაციაა.ჩვენ გავაგრძელებთ და არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა ხელახლა ვცადოთ. ოპერაცია უნდა გაგრძელდეს," - ამბობს პასკალ ჰუნდტი.