მინდა ჩემი მადლიერება და მადლობა გამოვხატო ქართველი კოლეგების მიმართ, რომლებმაც საუკეთესო რამ - რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს - სიცოცხლე შეწირეს ჩვენს თავისუფლებას – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა "რადიო მაესტროსტან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე: ბახმუტი რჩება ერთ-ერთ ცხელ წერტილად, ფრონტის ხაზზე... სადაც ჩვენი მოხალისეებიც დაიღუპნენ... რატომ არის რუსეთისთვის ასეთი მნიშვნელობის ბახმუტი?
პოდოლიაკმა მადლიერება გამოხატა უკრაინაში მებრბძოლი ქართველების მიმართ და დაასახელა ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რატომაც არის რუსეთისთვის ბახმუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.
"მინდა ჩემი მადლიერება და მადლობა გამოვხატო ქართველი კოლეგების მიმართ, რომლებმაც საუკეთესო რამ - რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს - სიცოცხლე შეწირეს ჩვენს თავისუფლებას. ეს ზუსტად მიგვითითებს იმაზე, თუ ვინ არიან ჩვენთვის ქართველები. აქ არანაირი კითხვები ჩვენ არ გაგვაჩნია, რომ არ მოხდეს ორაზროვანი ინტერპრეტაცია. არსებობს გაგება იმისა, თუ ვინ არის საქართველოს ხელისუფლებაში და აქ შეიძლება რამდენიმე სიტყვის თქმა, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, თუ რაც ხდება ბატონი მიხეილ სააკაშვილის მიმართ. მაგრამ, თუ ვინ არიან ქართველები უკრაინელებისთვის, ამ თვალსაზრისით ჩვენ კითხვები არ გვაქვს. ქართველები ჩვენი თავისუფლებისთვის საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ და ჩვენ ამას არასოდეს დავივიწყებთ და ყოველთვის გვემახსოვრება. ამას, თქვენთან ერთად, ომის შემდეგ აუცილებლად გავიხსენებთ.
რაც შეეხება ბახმუტს და რატომ ბახმუტი? რამდენიმე ფაქტორია: პირველი - რუსეთს არ გააჩნია არანაირი სამხედრო-ტაქტიკური წარმატებები ფრონტის ხაზზე, მათ სჭირდებათ რაღაც წარმატება, ისინი თვლიან რომ ისეთი დასახლებული პუნქტის, როგორიც არის ბახმუტი და რომელიც ასევე პრაქტკულად განადგურებულა, როგორც მორიუპოლი, მათ მისცემს იმის შესაძლებლობას დიდხანს ისაუბრონ რომ რაღაც წარმატებას მიაღწიეს. თქვენ იცით, ხარკოვის ოლქის, ხერსონის გათავისუფლების შემდეგ, რუსეთი ტაქტიკური თვალსაზრისით მუდმივად განიცდის დამარცხებას, შესაბამისად, პროპაგანდის ფარგლებშიც კი არგუმენტები არ გააჩნია. მეორე - რა თქმა უნდა, მახმუტს გააჩნია სტრატეგიული მნიშვნელობა, დონეცკის და ლუჰანსკის ოლქების კონტროლის თვალსაზრისით, იმისათვის რომ ამ რეგიონების დეოკუპაციისთვის ლოჯისტიკა უზრუნველყოფილი იყოს. რუსეთს ეს ესმის, შესაბამისად, ბახმუტის დაკავებით ჩვენ მოგვეცემა საშუალება სხვა ქალაქების წარმატებით დეოკუპაციის. დონეცკი და ლუჰანსკი, ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლური ქალქებია, რომლებიც ჩვენ ყველა შემთხვევაში უნდა დავიბრუნოთ. საჭიროა, რუსული კრიმინალური ანკლავების არსებობას წერტილი დავუსვათ. რასაც ჩვენ ყველა შემთხვევაში გავაკეთებთ. შესაბამისად, ძირითადი კრიმინალური ანკლავები სწრედ რომ დონეცკი და ლუჰანსკია. სწორედ მანდ არის შეკრებილი კრიმინალები, რომლებსაც რუსეთი 8 წლის განმავლობაში უწოდებდა ე.წ. ადმინისტრაციას, ჩვენ ამ ადამიანებამდე უნდა მივიდეთ, რათა შესამაბისი სამართლებრივი კითხვები მათ დავუსვათ. ამიტომ, ბახმუტი იძლევა მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური კონტროლის შესაძლებლობას იმ პროცესებზე, რომელიც დინეცკში და ლუჰანსკში მიმდინარეობს, მხედველობაში მაქვს, სამხედრო პერსპექტივები. მესამე - ბახმუტის მიმართულებით იბრძვის ე.წ. პრიგოჟინის გვარდია, რომელიც შედგება მძიმე დანაშაულით გასამართლებული ადამიანებისგან. ბატონი პრიგოჟინის მოროდიორების არმია, სწორედ ამ მიმართულებით იბრძვის. შესაბამისად, პრიგოჟინს სურს დაამტკიცოს ის, რომ მისი არმია უფრო ეფექტურია, ვიდრე რუსეთის შეიარაღებული ძალები და თავდაცვის სამინისტრო ზოგადად. ეს არის შიდა კონფლიქტით გამოწვეული, უხეშად რომ ვთქვათ, პრიგოჟინს სურს თქვას ის, რომ შოიგუ და გერასიმოვი არაფრის მაქნისი ადამიანები არიან და ისინი უნდა შეიცვალნონ. სწორედ ამიტომ, ამ სუბიექტისთვის, სახელად პრიგოჟინისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია დაამტკიცოს მისი ეფექტურობა. აქ პოლიტიკურიც და სამხედრო აზრიც არის ჩადებული, ამასთან ასევე არის პროპაგანდისტული მოტივები ჩადებული. ჩვენ ეს ყველაფერი ძალიან კარგად გვესმის, ბახმუტი გახდა - ჯოჯოხეთის სინონიმი. იქ, რუსეთის მხრიდან არავინ უყურებს ომის წარმოების თანამედროვე სტანდარტებს, ტექნოლოგიურ მოწყობილებებს არც იყენებენ, უბრალოდ მასობრივად მოდიან და არტილერიით ბომბავენ ქალაქს, უბრალოდ იმ რიცხვით მოდიან, რომ ვერც ესწრება ამდენი ადამიანის განადგურება, რადგან რიგ შემთხვევებში იარაღი იჭედება სროლისგან. ამას იმიტომ გიყვებით, რომ გასაგები იყოს თუ რა ტიპის ომს აწარმოებს რუსეთი უკრაინაში," – განაცხადა პოდოლიაკმა.
ინტერვიუს სრულად ნახვა შესაძლებელია აქ: