საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე, უკრაინაში, ბუჩაში რუსული აგრესორების მიერ დატოვებულ უმძიმეს ვითარებას გამოეხმაურა და წერს – "რთულია, წარმოიდგინო სამყარო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს. მაგრამ ის აქ არის. ჩვენ ამ სამყაროში ვცხოვრობთ."
"ქართული წარსული ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიცით რისი გამოხატულებაა ბუჩა - დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, ჭრილობა, რომლის შეხორცებას ძალიან დიდი დრო სჭირდება. უკრაინელების წინააღმდეგობა არ დამარცხდება, მაგრამ ეს არასდროს იქნება დავიწყებული." – წერს პრეზიდენთი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა კიევის ირგვლივ 30 – მდე სოფელი, ქალაქი და დასხლება გაათავისუფლეს. დრეს კი ბიჩაში ახმოჩეილი ნაწამები ადამიანების ცხედრებმა მსოფლიო შეძრა.