აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გადაცემა დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტო წერს, რომ აღნიშნული ნაბიჯი უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის წინსვლის შენელებას ხელს შეუწყობს, განსაკუთრებით მაშინ, თუ უკრაინა მათ აშშ-ის მიერ მიწოდებულ სხვა იარაღთან ერთად გამოიყენებს.
ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, აშშ-ის მოლოდინი აქვს, რომ უკრაინა ნაღმებს მის ტერიტორიაზე გამოიყენებს. ასევე, უკრაინამ პირობა დადო, რომ ნაღმებს მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ ტერიტორიებზე არ გამოიყენებს.
აღნიშნული ინფორმაციის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია.