უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ნებისმიერი ადამიანის სანქციების სიაში შეყვანა იურიდიულად მიუთითებს იმაზე, რომ კონკრეტული ადამიანი ჩართულია რუსეთთან ბიზნესში. ამის შესახებ მან რადიო "მაესტროსტან" ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილს აქვს კავშირი რუსეთის ნედლეულის ბიზნესთან და უკრაინას სანქციების ამოქმედება მის წინააღმდეგ სუფთა უკრაინის ინტერესებიდან გამომდინარე სურს.
"როგორც მინიმუმ ბატონ ბიძინა ივანიშვილი გაზის ბიზნესში მონაწილეობს. ჩვენ სხვა დაკავშირებულ ბიზნესებზე არც ვსაუბრობთ. კიდევ ერთხელ, ყველაფერი რაც ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული, სააქრთველოს შიდა საქმეებია, ჩვენ სანქციების ამოქმედება მის წინააღმდეგ სუფთა უკრაინის ინტერესებიდან გამომდინარე გვსურს. ბიძინა ივანიშვილი ჩენთვის ის ადამიანია, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ექსპანსიას უკრაინის წინააღმდეგ. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარეობს ჩვენი მოტივაცია. ივანიშვილს აქვს კავშირი რუსეთის ნედლეულის ბიზნესთან, დიახ, ეს ყველაფერია ჩვენთვის მოტივაცია, რომ მის წინააღმდეგ ავამოქმედოთ სანქციები. კიდევ ერთხელ ხასგასმით ვიტყვი, რაც შეეხება თავად ივანიშვილს, მისი მდგომარეობა საქართველოში, ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს შიდა საქმეა. თქვენ თავად უნდა განსაზღროთ, ეს თქვენთვის მნიშვნელოვანია თუ არა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის უკრაინის სანქციის პაკეტში მოხვდა, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სანქციების სიაშიც მოხვდეს, ეს გაგრძელდება და მას შეუფერხდება ბიზნესის წარმოება პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში. ასევე, შეეზღუდება და შეუფერხდება საკრედიტო რესურსებზე წვდომა, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვინაიდან, ბიძინა ივანიშვილს ავქს პირდაპირი ან შუამავლების მეშვეობით ნედლეულთან დაკავშირებულ ბიზნესებთან კავშირი, მათ შორის რუსეთის ფედერაციის "გაზპრომიცაა". – განაცხადა პოდოლიაკმა.
ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია აქ: