უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ჰაბერთურქთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსები ვერასდროს გაამართლებენ თავიანთ ქმედებებს, ისინი წვავენ ადამიანებს იმიტომ რომ ეშინიათ.
"სამწუხაროდ, ვითარება ასეთია. ჩვენ სულ უფრო მეტ მკვლელობას ვხედავთ. ამავდროულად, ისინი ცდილობენ უკრაინელი ხალხის დისკრედიტებას. ბუჩაში აღმოჩენილია მასობრივი სამარხი. მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ზრდასრულები და ბავშვები დახოცეს. ვიხილეთ ცხედრები ზურგს უკან შეკრული ხელებით, ორგანოების გარეშე. მრავალი მსხვერპლია. ამის დამალვა არ შეიძლება. ისინი ვერასდროს გაამართლებენ თავიანთ ქმედებებს. ვფიქრობ, რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურობა და ყველა, ვინც ამ ომის დაგეგმვაშია ჩართული, ვინც ბრძანება გასცა, სამხედრო დანაშაული ჩაიდინა. მათ [რუსმა სამხედროებმა] ბუჩაში, ირპენსა და ჰოსტომელში ბევრი ადამიანი დაწვეს. მათ დაწვეს მთლიანი ოჯახები. გუშინ ახალი ოჯახი ვიპოვეთ: მამა, დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი. ამიტომ ვამბობ, რომ ისინი ნაცისტები არიან. ეს ასეა. ისინი წვავენ ცხედრებს იმიტომ რომ ეშინიათ, – განაცხადა ზელენსკიმ.