რუსი ოპოზიციონერის და უფლებადამცველის მარკ ფეიგინის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, შესაძლებელია თუ არა აღმოჩნდე იქ დანაკარგების გარეშე, სადაც ქვეყნები უზარმაზარი ფასის გადახდის შედეგად აღმოჩნდნენ,– ამის შესახებ მან რადიო "მაესტროსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლოს და ბოლოს, თბილისი თავად წყვეტს, როგორ უნდა მოიქცეს.
"მაგრამ მე სხვანაირად დავსვამ კითხვას: ხომ არ ეჩვენება საქართველოს ხელისუფლებას, საზოგადოებასაც ის, რომ არა მხოლოდ უკრაინასთან მიმართებაში, არამედ ზოგადად დასავლეთის მიმართაც დასავლეთი თქვენგან ერთმნიშვნელობას ეძებს. დასავლეთის მხარდაჭერის მოსაპოვებლად, იგივე ნატოში ინტეგრაციაზე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად, საჭიროა მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება, საქმე ნებაყოფლობითია, გსურთ დასვალეთი თუ არა. ყურადღება მიაქციეთ, ნატოში გაწევრიანების პროცესს, მადრიდის შეთანხმებას, სამიტი გაიმართა ხო? აქ საქართველო ბოლო ადგილზეა, უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით. საქართველო მხოლოდ ნახსენებია, მხოლოდ პერსპექტივის ჭრილში. ომს პირდაპირი შედეგები ექნება, უკრაინა ნატოში გაწერვიანებას მიაღწევს, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციას ამ დანაკარგებით. საქართველო კრიტიკას გამოთქვამს იმაზე, რომ არ არის მზად დანაკარგებისთვის. რუსეთის გავლენის სივრციდან გასვლა შესაძლებელია თუ არა დანაკარგების გარეშე? ეს დიდი კითხვაა! ამიტომ, საქართველოს ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, შესაძლებელია თუ არა აღმოჩნდე იქ დანაკარგების გარეშე, სადაც ქვეყნები უზარმაზარი ფასის გადახდის შედეგად აღმოჩნდნენ? სწორედ აქედან გამომდინარე შეაფასებს დასავლეთი ინტეგრაციის პოტენციალს, აი ნახეთ, ბელარუსელები გადააგდეს, თუ ბელარუსიაში ასეთი ხელისუფლებაა და საზოგადოებას არაფერი შეუძლია იმისათვის, რომ შეცვალოს ხელისუფლება, ლუკაშენკო ხომ ოკუპანტია, ბელარუსია დღეს ოკუპირებულია, შესაბამისად დასავლეთის პოზიციაც შესაბამისია, უკრაინა ეწინააღმდეგება? უკრაინა ცდილობს ევროინტეგრაციას? ესეიგი ეს მცდელობები აქტიურად მხარდაჭერილი იქნება დასავლეთის მხრიდან. მხარდაჭერილი იქნება ის, ვინც თავდაუზოგავად ცდილობს და თანმიმდევრულია! ამიტომ, ისე არ აღმოჩნდეს, რომ საქართველო ერთი-ერთზე დარჩეს რუსეთთან. თუმცა, არჩევანი თქვენზეა, რას ვიზამთ. ასეთი რისკი არსებობს და ამის უარყოფა არ შეიძლება!" – აღნიშნა მან.
ინტერვიუს სრული ვერსიის სანახავად გადადით ბმულზე აქ.