ვერცერთი რუსული რაკეტა, ვერცერთი დარტყმა ვერ გატეხს უკრაინელების სულს, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკუთარ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„45 რუსული რაკეტა მხოლოდ ერთ ღამეს და დილით. ჟიტომირის ოლქი, ლვოვის ოლქი, ჩერნიგოვის ოლქი, მიკოლაევი. საღამოს მეტი რაკეტა. სხვადასხვა ტიპის, გაშვების სხვადასხვა ზონები. ყველა მათგანი გაშვებული იყო ერთი მიზნისთვის – ეჩვენებინათ, რომ თითქოს რუსეთს შეუძლია რაიმეს გადაწყვეტა, რომ ვითომ რუსულ არმიას რაღაც გამოუვა. დღეს დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის მეხუთე თვე. ოკუპანტები მეხუთე დღეს აპირებდნენ ჩვენი ქვეყნის უმეტესი ნაწილის ხელში ჩაგდებას, მაგრამ მეხუთე თვეა, იძულებული არიან, მოაწყონ ისეთი სარაკეტო შოუ, რომელიც სტრატეგიულად არაფერს ცვლის რუსეთისთვის. ვერცერთი რუსული რაკეტა, ვერცერთი დარტყმა ვერ გატეხს უკრაინელების სულს. თითოეული მათი რაკეტა არის არგუმენტი ჩვენს მოლაპარაკებებში პარტნიორებთან”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.