რუსეთის ბელგოროდის ოლქში კვირას, 12 მაისს უკრაინის იერიშის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.
მისი ცნობით,15 ადამიანი დაიღუპა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერსიით, შენობას ჩამოგდებული უკრიანული რაკეტის ნამსხვრები მოხვდა. კიევში აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.
ამასთან, გუბერნატორის ინფორმაციით, კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა რეგიონისთვის ცეცხლის გახსნის შედეგად, ასევე საავადმყოფოში დაიღუპა 11 მაისს დაჭრილი ერთი ქალი.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, კვირის დაბომბვის შედეგად დაშავდა 27 ადამიანი.