უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის პარლამენტს სიტყვით მიმართა და ომის შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკის აღდგენაში დახმარება სთხოვა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოკუპანტები, დღე-ღამის განმავლობაში, მინიმუმ 40 ჭურვს ისვრიან. ეს საშუალო მონაცემია. სულ კი ამ ჭურვების რაოდენობამ 1370-ს გადააჭარბა. დღეს ერთ-ერთი ასეთი ჭურვი სრულიად მშვიდობიან ადგილს მიკოლაევში, გემთმშენებელ ქალაქს დაეცა.
"იერიშის შედეგად მთლიანად განადგურებულია ოლქის ადმინისტრაციული შენობა. 7 ადამიანი დაიღუპა, 22-ზე მეტი მძიმედ დაშავდა. მიკოლაევი რუსეთს არანაირ საფრთხეს არ უქმნიდა, თუმცა როგორც სხვა ქალაქებიც, ისიც რუსული სარაკეტო იერიშების ობიექტი გახდა.
უკრაინაში მიმდინარე ომი მეორე მსოფლიო ომისდროინდელ განადგურების საზღვრებს უკვე გასცდა. განადგურებულია ქალაქები, საავადმყოფოები, ეკლესიები, გადამწვარია დასახლებული პუნქტები და ქარხნები. განადგურებული სკოლების, საბავშვო ბაღებისა და უნივერსიტეტების რაოდენობამ 773-ს გადააჭარბა.
მტერი ცდილობს, რომ უკრაინაში ცოცხალი არაფერი დარჩეს. მშობლიური ქალაქები უკვე უკვე 10 მილიონზე მეტმა უკრაინელმა დატივა. 4 მილიონზე მეტი კი სხვა ქვეყანაში გადავიდა. მათი უმრავლესობა ბავშვები და ქალებია.
ოკუპანტები მშვიდობიან მოქალაქეებს მაშინაც კი ხოცავდნენ, როდესაც ისინი გაქცევას ცდილობდნენ. წამოიდგინეთ, მარიუპოლში მცხოვრები ადამიანები თოვლს ადნობდნენ და წყალს ასე სვამდნენ. ჰუმანიტარულ დახმარებას ვერ ვაწვდით ჩვენს მოქალაქეებს. მტერი თავშესაფრებს ბომბავს. იციან, რომ იქ ადამიანები აფარებენ თავს, თუმცა მაინც არ ბომბავენ. მარიუპოლის 90 პროცენტი განადგურებულია. მტერმა რუსეთში 2 ათასი უკრაინელი ბავშვი გაიყვანა, არ ვიცით, სად არიან ისინი. ამ ბავშვებმა არ იციან სად არიან მშობლები, არ ვიცით როგორ ვიპოვით მათ.
უნდა გაძლიერდეს სანქციები და ზეწოლა. დაწესდეს სრული ემბარგო. ევროპამ უარი უნდა თქვას რუსულ გაზსა და ნავთობზე, ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. რუსეთმა ვერ უნდა მიიღოს სარგებელი ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან.
მადლობა დანიას დახმარებისთვის. გთხოვთ არ შეჩერდეთ, გააგრძელეთ ჩვენი მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპისა და მსოფლიოს პასუხისმგებლიანი ქვეყნების თანადგომით ამ სირთულეებს გადავლახავთ. ამისთვის კი მთავარია რამდენად პრინციპულები ვიქნებით. გთავაზობთ, ომის შემდეგ დაგვეხმარეთ უკრაინის აღდგენაში. შემოიყვანეთ თქვენი კომპანიები უკრაინაში. დაგვეხმარეთ მიკოლაევის აღდგენაში.
მეგობრებო, ახლა უკრაინაში შავი დრო დგას, ეკლესიებში 1 000 სანთელი იწვის და ომის დროს დაღუპულთა სულებს იხსენიებენ. დაგვეხმარეთ გთხოვთ. გევედრებით, დაანთეთ სანთელი ყველა იმ უკრაინელის სულის მოსახსენებლად, ვინც ომმა იმსხვერპლა. დიდება უკრაინას!" - განაცხადა ზელენსკიმ.