უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა აცხადებს, რომ ღამის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა 24 ირანული "შაჰიდის" დრონი ჩამოაგდეს.
უწყების ცნობით, 26 იანვრის ღამეს დრონებით შეტევა აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან განხორციელდა.
"წინასწარი მონაცემებით, მტერმა გამოიყენა 24 „შაჰიდი“. 24-ვე გაანადგურეს საზენიტო სარაკეტო დანაყოფებმა, გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა, საჰაერო ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფებმა უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტების საჰაერო თავდაცვის დანაყოფებთან თანამშრომლობით", - აცხადებს უწყება.
დილით კიევის სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ დაახლოებით 15 "შაჰიდი" ჩამოაგდეს.