უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ ომის დაწყებიდან 36–ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, პროგრამა რომელიც სახელმწიფომ შეიმუშავა დაზარალებულების დასახმარებლად გააქტიურებულია.
"რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ პროგრამა, რომლის მიხედვითაც ჩვენს მოქალაქეებს დაუბრუნდებათ ყველაფერი, რაც მტერმა გაანადგურა. ამ დროისთვის უკვე შემოსულია 25 491 განცხადება. გევედრებით ყველას რომ საზოგადოებას მოუყევით, რომ მთავრობამ დაიწყო მსგავსი პროგრამა და თუ ვინმეს ეს დახმარება სჭირდება, მოგვმართოს.
რაც არ უნდა იყოს, ჩვენ აქედანვე უნდა ვიფიქროთ ქვეყნის მომავალზე, იმაზე, როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება, რადგან ჩვენ ახლა ზუსტად ჩვენი მომავალი ცხოვრებისთვის ვიბრძვით. და ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი შანსი, დავამყაროთ მშვიდობა და უსაფრთხოება უკრაინაში. დიდება ყველა ჩვენს გმირს, დიდება უკრაინას!" - განაცხადა ზელენსკიმ.