გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმერ ზელენსკის განუცხადა, რომ გერმანია მზად არის უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი იყოს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
ოლაფ შოლცის სპიკერის განცხადებით, შოლცმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას გარანტორის როლთან დაკავშირებით "გენერალური მზადყოფნა" გამოხატა.
ამასთან, შტეფენ ჰებესრაიტმა განაცხადა, რომ არ სურს სპეკულირება იმის შესახებ, გარანტორის როლი მოიცავს თუ არა სამხედრო კომპონენტს.