გავუძლებთ და გავიმარჯვებთ. ჩვენ დავიბრუნებთ საკუთარ თავს და აღვადგენთ ნორმალურ ცხოვრებას – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა.
"ამ დღეს, 32 წლის წინ, მიღებულ იქნა დეკლარაცია უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ. დეკლარაციამ აღადგინა უკრაინის სახელმწიფოს მშენებლობის ტრადიცია და სწორედ მის საფუძველზე იქნა მიღებული მოგვიანებით უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტი. დღეს კი, როცა ჩვენი ხალხი დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ჩვენ ამის უფლება გვაქვს სიტყვის მთელი გაგებით - ისტორიულად, პოლიტიკურად, კულტურულად და რაც მთავარია, იურიდიულად. კერძოდ, ამას ემყარება ჩვენი ხალხის ნდობა გამარჯვებაში.
გავუძლებთ და გავიმარჯვებთ. ჩვენ დავიბრუნებთ საკუთარ თავს და აღვადგენთ ნორმალურ ცხოვრებას. ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ - მხოლოდ ასეა შესაძლებელი. ეს არის ჩვენი მოვალეობა ჩვენი ხალხის ყველა თაობის წინაშე, ვინც იბრძოდა უკრაინის თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის" - ამბობს ზელენსკი.